Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=722607&print=yes&view=jobs
 
ფარმაცევტის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტის თანაშემწე
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
შემოუერთდი PSP ფარმას გუნდს ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე

"PSP Pharma" არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.
2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.

"PSP Pharma" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

რატომ PSP ფარმა?
PSP-ში ფარმაცევტები არიან პაციენტების სანდო პარტნიორები. თითოეული სამუშაო დღე აქ გაძლევს შესაძლებლობას განვითარდე, გაიღრმაო ცოდნა და შეიტანო რეალური ცვლილება ადამიანების ჯანმრთელობაში.

ჩვენ გთავაზობთ:

** 5 დღიან სამუშაო გრაფიკს, 2 დღე დასვება;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსებას;
** თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
** თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
** საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც მოიცავს ფარმაცევტული ზუნვისა (Pharmaceutical Care) და GPP-ის (Good Pharmacy Practice) კარგი სააფთიაქო პრატიკის პრინციპებს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სააფთიაქო პროდუქციის მიღება და განლაგება მათთვის განკუთვნილ ადგილას, შენახვის პირობების გათვალისწინებით;
**გამოწერილი ფაქტურის მიხედვით სააფთიაქო პროდუქციის სწორად შერჩევა, შეგროვება და ფარმაცევტისთვის მიწოდება;
** პროდუქციის შიდა აღწერებში მონაწილეობა;
** პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლება (ტრენინგები, ტესტირება).

ფარმაცევტის თანაშემწისთვის მნიშვნელოვანია:

**ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება;
** სასურველია ფარმაცევტის თანაშემწედ მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
**სასურველია რუსული ან ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

**ეფექტური კომუნიკაცია და მომხმარებელზე ორიენტაცია;
** სისწრაფე და ოპერატიულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
**თავაზიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ფარმაცევტის თანაშემწე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 1 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია