Робота для біженців з України
მიწოდების სამსახურის ოფიცრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიწოდების სამსახურის ოფიცრის თანაშემწე
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
კომპანია "ბორან ლაითი" (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სამსახურის ოფიცრის თანაშემწის პოზიციაზე თბილისში.

მისამართი: ქ.თბილისი, მარნეულის ქ.N44
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 - 17:30
საშუალო ანაზღაურება: 1500 ლარი.

კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.)

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მოვალეობები:

** მიწოდების სამსახურის ოფიცრის დახმარება კლიენტებისთვის. პროდუქციის მიწოდების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** კლიენტებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;
** პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (ქვითრების, ინვოისებისა და ხელმოწერების უზრუნველყოფა).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: beqaghvaladze2015@gmail.com და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე