Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=722572&print=yes&view=jobs
 
ფინანსური მენეჯერის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერის მოადგილე
მომწოდებელი: GIANTI Logistics
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
შპს "გიანთი ლოჯისტიკსი" წარმოადგენს სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიას, რომელიც დაარსდა 2005 წელს. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრებით დაკომპლექტებული პერსონალი, მნიშვნელოვანი გამოცდილებით გადაზიდვის სფეროში, ასევე მზარდი ინვესტიციები სპეციალურ სატრანსპორტო აღჭურვილობებში, საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ სატრანსპორტო, საექსპედიტორო და ლოჯისტიკური მომსახურების სრული სპექტრი, როგორც საქართველოს, ევროპის, კავკასიის, ასევე შუა აზიისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

https://www.giantilogistics.ge/

კომპანია "გიანთი ლოჯისტიკსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან შესაბამისი მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ფინანსური ანალიზისა და ანგარიშგების გამოცდილება
** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა
** ენები: ინგლისური, რუსული - B2;

თანამდებობრივი ვალდებულებები:

** კომპანიის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების კონტროლი და მონიტორინგი;
** ფინანსური ფაილების, შესყიდვის ორდერებისა და სხვადასხვა ფინანსური დოკუმენტაციის გადამოწმება/დადასტურება;
** ბიუჯეტის დაგეგმვასა და ფინანსური რესურსების ოპტიმალურ მართვაზე ზრუნვა;
** ბალანსის, მოგება-ზარალისა და ფულის მოძრაობის ანგარიშების ანალიზი;
** ყოველთვიური ფინანსური რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** დეპარტამენტების ფინანსური მაჩვენებლების კონტროლი და ანალიზი;
** ბონუსების კალკულაცია და შესაბამისი ფინანსური პროცესების კოორდინაცია;
** ბანკებთან, აუდიტორულ კომპანიებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაცია;
** სესხების, საკრედიტო ხაზებისა და ფინანსური ვალდებულებების კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
** ფინანსური რისკების შეფასება და პროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა;

პირობები:

** სახელფასო განაკვეთი: საწყის ეტაპზე ხელზე ასაღები 3000 - 3500 ლარის ფარგლებში;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩა, ლისის მიმდებარე ტერიტორია
** სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: hr@giantilogistics.ge

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია