Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=722561&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: ორეი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"ორეი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

პირობები:

** პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 საათი)
** ანაზღაურება: 1000 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთო სივრცეების დასუფთავება
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული
** გუნდში მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება . ტელ:599150665

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია