Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ორეი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"ორეი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

მომწოდებელი: "ორეი"

"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

პირობები:

** პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 საათი)
** ანაზღაურება: 1500 ლარი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სასაწყობე პროდუქციის რეგულარული კონტროლი, მარაგების აღწერა და ნაშთების კონტროლი.
** საწყობში შემოსული ტვირთის დაცლა- დატვირთვა.

უნარები /პიროვნული კომპეტენციები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა.
** პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა b კატეგორია
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება . ტელ: 599150665

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე