Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=722543&print=yes&view=jobs
 
ობიექტის ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ობიექტის ზედამხედველი
მომწოდებელი: Greenbuild
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
დეველოპერული კომპანია "გრინბილდი" აცხადებს ვაკანსიას ობიექტის ზედამხედველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ზედამხედველობა გაუწიოს სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს, მოცემული არქიტექტურული ნახაზების მიხედვით;
** აწარმოოს სამუშაო პროცესის მონიტორინგი მიმდინარე პროექტების მშენებლობის ხარისხსა და ვადების მიხედვით;
** გადაამოწმოს კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და ვადები;
** მეთვალყურეობა გაუწიოს სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვით საკითხებს;
** აწარმოოს ტექნიკური დოკუმენტაცია;
** გაუწიოს კოორდინაცია მიმდინარე/სამომავლო/არსებულ პროცესებს და ჰქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია სამშენებლო მოედანზე დასაქმებულებთან, ოპერირების მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;
** აღწეროს, გააანალიზოს და შეაფასოს შესრულებული სამუშაო და გაუზიაროს უშუალო ხელმძღვანელს;
** ადგილზე აკონტროლოს კონტრაქტორების, სამუშაოთა მწარმოებლების და კონსულტანტების სახელშეკრულებო პირობების თანხვედრა მათ მიერ წარმართულ პროცესთან

მოთხოვნები:

** სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის ან/და შესაბამისი სამუშაოთა წარმოების გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა;
** სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა.

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Info@greenbuild.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია