|
დასახელება:
დისტრიბუტორი
|
| მომწოდებელი:
შვეიცარიელი მცხობელი
|
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
კომპანია "Swiss Baker • შვეიცარიელი მცხობელი" ქართულ ბაზარზე 2002 წელს გამოჩნდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის ტოსტის პურის, კრუტონების, პანკოს და საფანელის წარმოება, რომლის რეალიზაციას ახდენს, სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებში, თბილისის მასშტაბით.
როლი:
დისტრიბუტორი უზრუნველყოფს პროდუქტის დროულ მიწოდებას ჩვენს პარტნიორ მაღაზიებსა და რესტორნებში თბილისის მასშტაბით და პასუხისმგებელია პროდუქტის ჩაბარება/დაბრუნების პროგრამულ აღრიცხვაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 1800 ლარი
** სტაბილურ სამუშაო გრაფიკს (კვირაში 1 დასვენების დღე)
** მაქსიმალურად თქვენზე მორგებულ გრაფიკს
ლოკაცია: თბილისი, ნუცუბიძის IV ფერდობი, 14 კორპუსი
თქვენი პასუხისმგებლობები:
** პროდუქტის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება
** პროდუქტის ჩაბარების აღრიცხვა
** მაღაზიებსა და კლიენტებთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია პროდუქტზე
თქვენგან მოითხოვება:
** საკუთარი ავტომობილი (ბენზინის ხარჯს კომპანია ანაზღაურებს)
** დროის სწორად განაწილების უნარი
** პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება საქმის მიმართ
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება დისტრიბუციაში
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 13 03 32
|
|
|
|