Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=722494&print=yes&view=jobs
 
ხარისხის კონტროლის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის ინჟინერი
მომწოდებელი: პილარ ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
შპს "პილარ ქონსთრაქშენი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი პროექტების მშენებლობას საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს პროექტების მაღალ ხარისხს, საიმედოობასა და უსაფრთხოებას.

"პილარ ქონსთრაქშენი" ორიენტირებულია თანამედროვე არქიტექტურული და საინჟინრო მიდგომების დანერგვაზე, პროექტების ეფექტურ მართვასა და სამშენებლო პროცესების ოპტიმიზაციაზე. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლისთვის კომფორტული, ფუნქციური და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საცხოვრებელი გარემოს შექმნა.

შპს "პილარ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის ინჟინრის (Quality Control Engineer) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის I ჩიხი 2ბ
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00-მდე (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 5, 000 - 6, 000 ლარი (NET), კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი პროექტის მოთხოვნებისა და მოქმედი სამშენებლო სტანდარტების შესაბამისად
** სამშენებლო პროცესების მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება საპროექტო დოკუმენტაციასთან
** სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასება
** დეფექტებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და აღმოფხვრის პროცესის კონტროლი
** სამშენებლო ობიექტზე ხარისხის კონტროლის პროცედურებისა და სტანდარტების დანერგვა და დაცვა
** ტექნიკური და ხარისხობრივი შემოწმებების ჩატარება სხვადასხვა ეტაპზე
** ქვეკონტრაქტორებისა და სამშენებლო ჯგუფების საქმიანობის კონტროლი ხარისხობრივი მოთხოვნების შესაბამისად
** შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება
** ხარისხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და არქივირება
** შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური რეგულაციების დაცვის მონიტორინგი
** საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ან ზედამხედველ ორგანოებთან კომუნიკაცია ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო სფეროში ხარისხის კონტროლის მიმართულებით მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება
** სამშენებლო სტანდარტებისა და ტექნიკური ნორმების ცოდნა
** სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი
** Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel) ცოდნა
** AutoCAD-ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ISO სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა

რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "პილარ ქონსთრაქშენი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად, კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნულისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე: hr@pillar.ge

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@pillar.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "ხარისხის კონტროლის ინჟინერი"

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია