Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ედით ჯგუფი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"ედით ჯგუფში" ვეძებთ გამოცდილ, კრეატიულ, პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ პროფესიონალს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.

ვეძებთ ადამიანს, რომელიც სოციალური მედიის მართვას მხოლოდ კონტენტის გამოქვეყნებად არ აღიქვამს, არამედ შეუძლია სტრატეგიულად იფიქროს, დაგეგმოს, შექმნას და მართოს კონტენტი იდეიდან აღსრულებამდე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის ქ. №3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 1500 - 2000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური მედიის კონტენტ სტრატეგიის დაგეგმვა და აღსრულება;
** კონტენტის იდეების გენერირება და ბრენდის ტონალობასთან შესაბამისი ტექსტების შექმნა;
** გრაფიკულ დიზაინერთან მჭიდრო თანამშრომლობა ვიზუალური კონტენტის შესაქმნელად;
** ვიდეო კონტენტისთვის სცენარების, კონცეფციებისა და კრეატიული დავალებების მომზადება;
** სოციალური მედიის პლატფორმებისთვის კონტენტ კალენდრის დაგეგმვა და მართვა;
** ბაზრის, ტრენდებისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად;
** სხვადასხვა ბრენდისთვის კონტენტის სტრატეგიულ დაგეგმვაში ჩართულობა;
** კონტენტის ხარისხის კონტროლი და დროული შესრულების უზრუნველყოფა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@adit.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სოც.მედია მენეჯერი"

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე