Робота для біженців з України
IT ინჟინერი/ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ინჟინერი/ტექნიკოსი
მომწოდებელი: Solutech
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
კომპანია "სოლუტექი" აცხადებს ვაკანსიას IT ინჟინრის/ტექნიკოსის პოზიციაზე.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:

დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე:

** IT ინჟინერი/ტექნიკოსი: 1600-1800 ლარი (ხელზე ასაღები)
** გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ხელფასი შეთანხმებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არა ნაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ქვემოთ მომცემულ მიმართულებებზე (დამატებითი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

ფუნქცია-მოვალეობები:

** კაბელირება (ქსელის კაბელი, ოპტიკური კაბელი, სახანძრო სიგნალიზაციის კაბელი, დენის და გახმოვანების კაბელი);
** ქსელური ინფრასტრუქტურა (რეკის აწყობა, აპარატურის მონტაჟი, ქსელის გამართვა ფიზიკურ დონეზე);
** ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები (აპარატურის მონტაჟი, კონფიგურაცია და გამართვა);
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწვეტილებების მიღების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, პროექტის და დავალების მიხედვით (საქართველოს ტერიტორია)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00 (1 საათი შესვენება)

გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას Subject-ში მიუთითოთ დაინტერესებული პოზიცია დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) მისამართზე: info@solutech.ge გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე