Робота для біженців з України
მიკროავტობუსის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიკროავტობუსის მძღოლი
მომწოდებელი: ულტრა
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
კომპიუტერული კომპანია "ულტრა" ეძებს მიკროავტობუსის მძღოლის (საკუთარი მიკროავტობუსი)

"ულტრა" 19 წელია ლიდერობს ადგილობრივ IT ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საცალო და კორპორატიულ გაყიდვებს, ონლაინ მაღაზიას და სერვის ცენტრს. კორპორატიული მიმართულება, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან.

თუ ტექნოლოგიების სამყარო გიზიდავს და კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა — ამ პოზიციაზე შენთვის შესაფერისი შესაძლებლობა გელოდება!

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** პროდუქციის ტრანსპორტირება თბილისის მასშტაბით;
** ტვირთის სწორად განლაგება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა (დამაგრება შესაბამისი აღჭურვილობით, მისი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით);

მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სავალდებულოა საკუთარი ავტომობილის ფლობა;
** კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვა;

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი
საწვავი + ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:hr@ultra.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საწყობის მენეჯერი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე