Робота для біженців з України
რეალტორთა აკადემიის ორდღიანი მასტერკლასი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეალტორთა აკადემიის ორდღიანი მასტერკლასი
მომწოდებელი: Realtor.ge
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
უძრავი ქონების ლიდერი გუნდი გიწვევთ რეალტორთა აკადემიის ორდღიან მასტერკლასზე

უძრავი ქონების სფეროში წარმატების მისაღწევად მთავარი სწორი მიდგომა, კომუნიკაციის უნარი და განვითარების სურვილია. ჩვენ გვჯერა, რომ ახალი ხედვის მქონე ადამიანებს თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მომსახურების დანერგვა ბევრად უფრო მარტივად შეუძლიათ, ამიტომ ამ დარგში სამუშაო გამოცდილების არქონა თქვენს უპირატესობადაც კი მიიჩნევა.

ინდუსტრიის წამყვანი პლატფორმები — "Makler.ge" (უძრავი ქონების ბაზრის 23-წლიანი გამოცდილებით) და "Realtor.ge" (უძრავი ქონების სრული სერვისის წამყვანი კომპანია) გიწვევთ რეალტორთა აკადემიის ექსკლუზიურ ორდღიან მასტერკლასზე, რომელიც ჩატარდება 29-30 მაისს.

მასტერკლასის წარმატებით დასრულების შემდეგ, საუკეთესო მონაწილეებს მიეცემათ რეალური შესაძლებლობა, დასაქმდნენ გაყიდვების მენეჯერის (რეალტორის) პოზიციაზე ჩვენს წამყვან გუნდში.

რას დაეთმობა ორდღიანი ინტენსიური მასტერკლასი:

** გაყიდვების თანამედროვე ტექნიკებსა და ფსიქოლოგიას
** კლიენტებთან ეფექტურ და საქმიან კომუნიკაციას
** ობიექტების სწორ პრეზენტაციასა და მარკეტინგს
** მოლაპარაკებების ხელოვნებასა და გარიგებების სამართლებრივ ასპექტებს

გაითვალისწინეთ: ადგილების რაოდენობა მკაცრად შეზღუდულია და მასტერკლასზე ჯგუფში მოხვედრა მიმდინარეობს კონკურსის წესით.

პერსპექტივა მასტერკლასის დასრულების შემდეგ (დასაქმების შემთხვევაში):

** მაღალი შემოსავლის პოტენციალი: 1000$-დან 10000$-მდე და მეტი (მზარდი ბონუსური სისტემა, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული თქვენს შედეგებზე)
** ინდუსტრიის უმსხვილეს რესურსთან წვდომა: მუშაობა მრავალწლიან ბაზებსა და წამყვან პლატფორმებთან, რაც საგრძნობლად ამარტივებს საქმიანობას
** თანამედროვე, კომფორტული და საქმიანი სამუშაო გარემო თბილისში
** რეალური კარიერული ზრდა და გამოცდილი მენტორების მუდმივი მხარდაჭერა

ძირითადი მოთხოვნები მონაწილეების მიმართ:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და განვითარების მოტივაცია
** გამართული მეტყველება და კომუნიკაბელურობა
** მიზანდასახულობა და გუნდური მუშაობის უნარი

მასტერკლასის დეტალები:

** ჩატარების თარიღი: 29-30 მაისი
** ფორმატი: ორდღიანი ინტენსიური მასტერკლასი
** ლოკაცია: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 66, რეალტორთა აკადემიის სატრენინგო სივრცე

როგორ დარეგისტრირდეთ მასტერკლასზე (არანაირი CV):

შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად არ გჭირდებათ რეზიუმეს გამოგზავნა. საკმარისია გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ მოკლე სააპლიკაციო კითხვარი:

შეავსეთ აპლიკაცია აქ: https://www.realtor.ge/aplikacia/

გამოიყენეთ შანსი, დაესწროთ რეალტორთა აკადემიის ორდღიან მასტერკლასს, შემოუერთდეთ ქვეყნის ლიდერ გუნდს და დაიწყოთ მაღალანაზღაურებადი კარიერა უძრავი ქონების სფეროში!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე