Робота для біженців з України
ხარისხის კონტროლის მენეჯერი/აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი/აუდიტორი
მომწოდებელი: საერთაშორისო კომპანია
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის/აუდიტორის პოზიციაზე.

ჩვენი შემოთავაზებაა:

** დისტანციურად მუშაობა
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 09:00-დან 18:00 საათამდე (დასვენების დღეები: ცვალებადი)
** ფიქსირებული ხელფასი: 1500 ლარი
** უფასო ტრენინგი პროფესიულ უნარებში
** მეგობრული პერსონალი და სასიამოვნო გარემო
** FitPass

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული, რუსული ენის C1 დონეზე ცოდნა
** ინფორმაციის მოსმენა და გადაცემა
** Google დოკუმენტებთან, Excel-თან მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი

მზად ვართ განვიხილოთ კანდიდატები სამუშაო გამოცდილების გარეშე!

აპლიკანტის ძირითადი მოვალეობებია:

** გაყიდვების მენეჯერების სატელეფონო საუბრების მოსმენა (ქართულ ენაზე)
** შეცდომების აღმოჩენა დიალოგებში (შეცდომებთან დაკავშირებული რაპორტებისა და კომენტარების რუსულ ენაზე მომზადება)

სამუშაოდ დაგჭირდებათ:

** კომპიუტერი
** ყურსასმენი
** მაღალი ხარისხის ინტერნეტი

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენი პირადი მონაცემები სრულიად დაცულია. კომპანია შპს "ბიომარკეტი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ იმ მიზნით, რომ განიხილოს თქვენი კანდიდატურა მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებზე.

პირადი მონაცემების დამუშავება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, უსაფრთხოების სათანადო ზომების მიღებით.

მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: recrutergeorgia@gmail.com (Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ხარისხის კონტროლის მენეჯერი/აუდიტორი) და ჩვენ განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე