|
დასახელება:
აგრონომი
|
| მომწოდებელი:
კერძო საწარმოო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 18 მაისი
/ ბოლო ვადა: 18 ივნისი
|
კერძო საწარმოო კომპანია ეძებს ერთწლოვანი კულტურების აგრონომს.
სამუშაო ადგილი: რეგიონი, საქართველო
დასაქმების ტიპი: არასტანდარტული
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული
ანაზღაურება: 2000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლისა და განვითარების პროცესის მართვა
** ნიადაგის ანალიზი და კულტურებისთვის შესაბამისი აგროტექნიკური რეკომენდაციების შემუშავება
** მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა
** სასუქებისა და სარწყავი სისტემების ეფექტური გამოყენების კონტროლი
** მოსავლიანობის გაზრდისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიების დანერგვა
** აგროტექნიკური პროცესების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი
** სეზონური სამუშაოების კოორდინაცია
** თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების გამოყენება პრაქტიკაში
** წარმოების გუნდთან კოორდინირებული მუშაობა
** ანგარიშგებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება აგრონომიის ან შესაბამისი მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** აგროტექნიკური პროცესებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობისა და პროცესების მართვის უნარი
კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrcompany@top.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "აგრონომი".
თანამშრომელთა შერჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.
|
|
|
|