Робота для біженців з України
მარკეტინგის და კონტენტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის და კონტენტის მენეჯერი
მომწოდებელი: მეგობრობა
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
სამშენებლო კომპანია "მეგობრობის" გუნდში გვესაჭიროება მარკეტინგის და კონტენტის მენეჯერი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-და 19:00-მდე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 66ა.
ანაზღაურება: 1500 ლარი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სოციალური მედიის პლატფორმებისთვის კონტენტ იდეებისა და საკომუნიკაციო მიმართულებების შემუშავება;
** Facebook, Instagram და TikTok პლატფორმებისთვის ქოფისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო ტექსტის მომზადება;
** სტატიკური და ვიდეო კონტენტის შექმნის პროცესში აქტიური ჩართულობა;
** სოციალური მედიის ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ახალი, კრეატიული ფორმატების ინიცირება;
** დიზაინერებთან, სააგენტოებთან და შიდა გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია;
** ბრენდის ტონისა და ვიზუალური სტილის ერთიანობის დაცვა ყველა საკომუნიკაციო არხში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის გამართული წერითი და ვერბალური ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სოციალური მედიის პლატფორმების ეფექტურად მართვის გამოცდილება;
** კრეატიული ხედვა და ძლიერი კომუნიკაციის უნარები;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ლინკზე https://b24-y3fjin.bitrix24.site/crm_form_z4ujr/ და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე