|
დასახელება:
სლოტ-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
სამორინე ეკლიფსი
|
|
გამოქვეყნდა: 18 მაისი
/ ბოლო ვადა: 18 ივნისი
|
სამორინე "ეკლიფსი" აცხადებს მიღებას სლოტ-ოპერატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და მათთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა
** მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება თამაშების წესებისა და მომსახურების შესახებ
** მომხმარებლების დახმარება აპარატების გამოყენებაში
** სლოტ აპარატების მონიტორინგი და გამართული მუშაობის კონტროლი
ძირითადი მოთხოვნები:
** თურქული ენის ცოდნა — მინიმუმ A2 დონე
** ინგლისური ენის ცოდნა — მინიმუმ A2 დონე
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი
** დღის და ღამის ცვლაში მუშაობის შესაძლებლობა
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებას კომპანიის ხარჯზე
** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** ტრენინგებსა და მუდმივ მხარდაჭერას
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ცვლები
** ხელფასის შესახებ შეთანხმება მოხდება გასაუბრების ეტაპზე
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: jobEclipse@aug.ge.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ალიუდ იუნიტას ჯორჯიას" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის.
თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევაში, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.
თქვენ გაქვთ უფლება:
** მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ
** მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა
** გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით
** ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე: jobEclipse@aug.ge
|
|
|
|