Робота для біженців з України
B და C- ჰეპატიტის პროგრამის რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B და C- ჰეპატიტის პროგრამის რეგისტრატორი
მომწოდებელი: ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას B და C- ჰეპატიტის პროგრამის რეგისტრატორის პოზიციაზე

სამუშაო საათები: 10:00 სთ-16:30 სთ
დასვენება: შაბათი-კვირა
ანაზღაურება: 750 ლარი დარიცხული;
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;

ფუნქციები:

** B და C-ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტების მიღება, მათი საბუთების მოწესრიგება, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაცია და მკურნალობის პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** პაციენტების მიღება და კონსულტაცია: პროგრამაში ჩართვის მსურველი პაციენტების მიღება, მათთვის პროგრამის პირობების ახსნა და გზამკვლევის მიწოდება
** დოკუმენტაციის შეგროვება: პაციენტის პირადობის მოწმობის, ფორმა №IV-100/ა-ს (სამედიცინო ისტორიის) და ლაბორატორიული კვლევების პასუხების შემოწმება და მოგროვება.
** ბაზებში მუშაობა: პაციენტის მონაცემების შეყვანა და რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.
** საბუთების გადაგზავნა: პაციენტის სრული დოკუმენტაციის მომზადება და ელექტრონულად გადაგზავნა შესაბამის კომისიაზე მედიკამენტების დასამტკიცებლად.
** მედიკამენტების გაცემის აღრიცხვა: დამტკიცებული პაციენტების ინფორმირება, კლინიკაში წამლის მისაღებად მათი დაბარება და გაცემული მედიკამენტების ზუსტი ელექტრონული აღრიცხვა.
** პაციენტების მონიტორინგი: პაციენტებთან სატელეფონო კავშირი, რათა მათ არ გამოტოვონ წამლის მიღების ან გეგმიური (შუა და მკურნალობის შემდგომი) ანალიზების ჩაბარების ვადები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს განათლების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტი:

** საშუალო სამედიცინო განათლების ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
** უპირატესობა მიენიჭება მსგავსი სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს.

პიროვნული თვისებები:

** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ანალიზის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპეტენტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@respublikuri.ge, ასევე შესაძლებელია მითითებული დოკუმენტაცია დატოვოთ კლინიკის კანცელარიაში.

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2026 წლის 05 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე