Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: სუში რუმი
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
"სუში რუმი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

გაიხსნა "სუში რუმის"-ის პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში. თუ გინდა რომ გახდე იაპონური სამზარეულოს/რესტორნის გუნდის წევრი, ეს ვაკანსია შენთვის არის.

ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე
სამუშაო განაკვეთი: სრული

რას გთავაზობთ:

** მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
** დახვეწილ და გემოვნებიან გარემოს
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** სადაზღვევო პაკეტის არჩევანს

მოთხოვნები:

** სრულ განაკვეთზე მუშაობის სურვილი (გრაფიკი შეთანხმებით)
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

პასუხისმგებლობა/მოვალეობები:

** რესტორნის ეზოს, შიდა ფართის და სველი წერტილების სუფთად შენარჩუნება
** ხელსახოცების, უნიფორმების და ჩაის ტილოების რეცხვა-დაუთოვება

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: info@sushiroom.ge, სათაურის ველში "დიასახლისი". განცხადებას უნდა ერთოდეს ფოტოსურათი.

შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, სადაც ყველას აფასებენ და პატივს სცემენ. სუში რუმი მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ. ერთად შევქმნათ მომსახურების მაღალი სტანდარტი ჩვენს ქალაქში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე