Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=722388&print=yes&view=jobs
 
აპლიკაციების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აპლიკაციების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
"საქართველოს ეროვნული ბანკის" ინიციატივით იგეგმება სახაზინო მართვის ერთიანი სისტემის Nasdaq Calypso-ს დანერგვა. Nasdaq Calypso არის სახაზინო მართვის ერთიანი სისტემა (Shared Treasury Management System), რომელიც მოემსახურება რამდენიმე წამყვან ქართულ კომერციულ ბანკს. აპლიკაციების ადმინისტრატორი Nasdaq-ის ტექნიკურ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებს Calypso-ს გარემოს დანერგვის პროცესში, ხოლო შემდგომ სრულად გადაიბარებს აპლიკაციის მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

** აპლიკაციების ინსტალაცია, კონფიგურაცია და შემდგომი მხარდაჭერა დეველოპმენტის, ტესტირების და რეალურ გარემოებში; გარემოების სრული სასიცოცხლო ციკლის მართვა.
** აპლიკაციის სერვერებისა და შუამავალი პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირება და მონიტორინგი; ვერსიების განახლების მართვა ვენდორის მოთხოვნებისა და ცვლილებების მართვის პროცედურების შესაბამისად.
** მომხმარებელთა წვდომისა და უფლებების მართვა; LDAP/Active Directory-თან ინტეგრაცია და წვდომის კონტროლის შენარჩუნება სებ-ის უსაფრთხოების პოლიტიკის მიხედვით.
** აპლიკაციის წარმადობისა და ხელმისაწვდომობის მონიტორინგი; ინციდენტების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა; ვენდორებთან კოორდინაცია გარე მხარდაჭერის საჭიროებისას.
** ვერსიების კონტროლის სისტემის გამოყენებით ცვლილებების გავრცელების მართვა.
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება, მათ შორის გარემოს კონფიგურაციების, საოპერაციო ინსტრუქციების (runbooks) და ცვლილებების ისტორიის აღრიცხვა.

მოთხოვნები:

აუცილებელი:

** აპლიკაციების ადმინისტრირების გამოცდილება მრავალდონიან გარემოებში.
** Linux/Unix სერვერების ადმინისტრირების ცოდნა: აპლიკაციის დანერგვა.
** DAP ან Active Directory ინტეგრაციის გამოცდილება წვდომების მართვისთვის.
** სტრუქტურირებული მიდგომა ცვლილებების მართვის, ინციდენტებზე რეაგირებისა და ფორმალიზბისათვის.
** ინგლისური ენის ცოდნა ვენდორებთან და პარტნიორებთან ტექნიკური კომუნიკაციისთვის.

სასურველი:

** Calypso-ს ან სხვა სახაზინო ოპერაციების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის (Core Banking, TMS, ERP) ადმინისტრირების გამოცდილება.
** სკრიპტინგის უნარები (Shell, Python ან სხვა) ადმინისტრაციული დავალებების ავტომატიზაციისთვის.
** ფინანსური ბაზრების ან საბანკო ოპერაციების ცოდნა.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ მეილზე: hr@nbg.gov.ge 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ "აპლიკაციების ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია