Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: PP-Hub
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
შპს "პპ ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-ოპერატორი.

კომპანია ოპერირებს ავტომობილის გარე ვიზუალური ნაწილების გაყიდვების მიმართულებით და მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაზე.

დეტალური ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: https://pp.ge/

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი #132

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტონაწილის ბაზაში გადამოწმება;
** ავტონაწილის მდგომარეობის შემოწმება მომხმარებლის თანდასწრებით;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული ოპერაციების სწორად და დროულად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ავტომობილებისა და ავტონაწილების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას 1200 ლარიდან (გამოცდილების მიხედვით).

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 6 სამუშაო დღე
** სამუშაო დრო: 9 საათი
** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-19:00
** შაბათს ან კვირას: 11:00-17:00

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: it@pp.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "მოლარე-ოპერატორი".

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე