Робота для біженців з України
ესპანური ენის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ესპანური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
"მწვანე სკოლის" ტყის კამპუსი აცხადებს კონკურსს ესპანური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ესპანური ენის გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება;
** სასწავლო მასალების მომზადება;
** მოსწავლეების ცოდნის შეფასება და პროგრესის მონიტორინგი;
** სასწავლო პროცესში თანამედროვე მეთოდებისა და რესურსების გამოყენება;
** ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ესპანური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია შესაბამისი განათლება ან სერტიფიკატი;
** სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: hr@greenschool.edu.ge. სათაურში მიუთითეთ: "ესპანური ენის მასწავლებელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე