Робота для біженців з України
მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: 3D Georgia
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
ფარმაცევტული კომპანია "3დ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ჯგუფში არსებული სამედიცინო წარმომადგენლების მართვა დელეგირება, მოტივაციის შექმნა
** ორმაგი და ჯვარედინი ვიზიტების განხორციელება, რეგიონებში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში
** წინასწარ შეთანხმებული სამუშაო გეგმის უზრუნველყოფა

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება
** მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** შედეგზე ორიენტირებულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** მართვის მოწმობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალობა
** პოზიტიურობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: 3dgeorgiallc@gmail.com (CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება!).
გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე