Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
კლინიკების ქსელი "მედი" — ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.

კლინიკა მედის პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა - თბილისი.
ანაზღაურება - საათობრივი, მინ. 990 ლარიდან (დამოკიდებულია ნამუშევარ დროზე და კატეგორიის ცვლილებაზე)

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლის გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე ან შესაბამისი პროფილის კომპანიაში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფლობდეს ინფორმაციას ექიმების გრაფიკებისა და პაციენტების ჩაწერის შესახებ;
** შეინარჩუნოს წესრიგი სამუშაო ადგილზე;
** შეავსოს პაციენტის ყველა საჭირო დოკუმენტაცია;
** შეატყობინოს ასისტენტს ან ექიმს პაციენტის ვიზიტის შესახებ;
** შეუქმნას კომფორტი მომლოდინე პაციენტს;
** დაგვიანების ან ვიზიტის გადადების შემთხვევაში აცნობოს ექიმს ან ასისტენტს;
** 15 წუთზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში დაურეკოს პაციენტს, დააზუსტოს მიზეზი და პროგრამულად ასახოს;
** მოახდინოს პაციენტის ინფორმირება პროცედურების, მათი ღირებულებისა და აქციების შესახებ;
** დაითვალოს თანხა, განახორციელოს გადახდა სალარო აპარატის მეშვეობით;
** შეამოწმოს პაციენტის მიერ წარმოდგენილი საბანკო ბარათები, ჩაატაროს გადახდის ოპერაცია;
** განახორციელოს სისტემატიური კონტროლი სალარო აპარატზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** საჩუქრები დაბადების დღეზე;
** მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე;
** სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV 2026 წლის 18 ივნისამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე