Робота для біженців з України
მოლარე-რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: ენმედიცი
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს მოლარე-რეგისტრატორის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლავრენტი მანაგაძის ქ .N3 (ყოფილი - წინანდლის ქ. N 9-11)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
** დასაქმების ისტორია (გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში ჩაითვლება უპირატესობად);
** MS Office-ს კარგი ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა;
** პაციენტის რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში, ანგარიშსწორება მაქსიმალური სიზუსტით მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვით;
** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
** პაციენტის მომსახურებასთან დაკავიშრებული სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება, არქივაცია/შენახვა არსებული წესების დაცვით.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, თავაზიანი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 17:00-მდე
ანაზღაურება: 1000 ლარი

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@enmedic.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე