|
დასახელება:
შშმ პირთა დღის ცენტრის სპეციალური მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
|
|
გამოქვეყნდა: 18 მაისი
/ ბოლო ვადა: 18 ივნისი
|
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დღის ცენტრის სპეციალური მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე.
ორგანიზაციის ბაზაზე შშმ ბავშვთა და პირთა დღის ცენტრი ფუნქციონირებს 2005 წლიდან. ცენტრში ბენეფიციარები ჩართულები არიან სხვადასხვა განმავითარებელ აქტივობასა და ღონისძიებაში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბენეფიციარზე მორგებული საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების მოძიება, შექმნა და გამოყენება;
** მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად ბენეფიციართა ინდივიდუალური განვითარების გეგმების შემუშავება;
** კომუნიკაციის სირთულის მქონე ბენეფიციარებთან მუშაობა ალტერნატიული და დამხმარე კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით;
** სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება, ბენეფიციარებს შორის პოზიტიური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
** ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელთან თანამშრომლობა;
** დღის ცენტრის მულტიდისციპლინურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა;
** დღის ცენტრის შიდა და გარე ღონისძიებებში მონაწილეობა;
** პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, განათლების, სოციალური მუშაობის ან მომიჯნავე მიმართულებით (შესაძლებელია პროფესიული განათლებაც);
** სასურველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან/პირებთან მუშაობის გამოცდილება;
** პრაქტიკის ან სტაჟირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო საათები: 10:00-17:00;
** საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია უზრუნველყოფს დამატებით ტრენინგებს.
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.
ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები)
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: რეზიუმე (CV)
დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ელ. ფოსტაზე: dcfs.georgia@gmail.com. Subject ველში მიუთითეთ: "სპეციალური მასწავლებელი".
|
|
|
|