Робота для біженців з України
შშმ ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შშმ ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დღის ცენტრის მომსახურების ორგანიზება და ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** დღის ცენტრის ელექტრონული პორტალის მართვა, ბენეფიციართა რეგისტრაცია და მონაცემების განახლება;
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვის ყოველთვიური ფორმების მომზადება და შესაბამის უწყებებში წარდგენა;
** თანამშრომელთა და ბენეფიციართა პირადი საქმეების წარმოება და დოკუმენტაციის ორგანიზება;
** ცენტრში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი;
** მიმდინარე ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მართვა;
** ორგანიზაციის შინაგანაწესის შესრულებაზე ზედამხედველობა;
** მომსახურების პოტენციური მომხმარებლებისთვის პროგრამისა და ჩარიცხვის პროცედურების გაცნობა;
** პროგრამით გათვალისწინებული საორგანიზაციო საკითხების კოორდინირება;
** ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზის წარმოება.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 18:00 საათამდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint, Outlook);
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარები.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე (CV);
** სამოტივაციო წერილი.

დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ელ. ფოსტაზე: dcfs.georgia@gmail.com. Subject ველში მიუთითეთ: "დღის ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე