Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: დ&ლ სერვისი
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ. #145ა
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობა
** გაყიდვების გუნდისთვის ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** გაყიდვების დინამიკის კონტროლი, ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში
** ბრენდის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა (ანოტაციების და პრომო მასალების დამზადება/ბეჭდვა)
** კომპანიის ვებგვერდის და სოციალური ქსელების ადმინისტრირების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** განათლება მარკეტინგის სფეროში (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** მარკეტინგში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (MS Office, Power Point, Photoshop) მაღალ დონეზე ცოდნა
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
** ანალიტიკური უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებული

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** საინტერესო ბიზნეს პროცესებში ჩართულობას
** საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შესაძლებლობას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: career@dls.ge

ჩვენი კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.dls.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე