Робота для біженців з України
ცხელი ხაზის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცხელი ხაზის ოპერატორი
მომწოდებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად მართავს ავტოგასამართი სადგურების 150-მდე ქსელს, რომელიც უზრუნველყოფს ბენზინის, დიზელისა და თხევადი ნავთობის გაზის (LPG) მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, 300 არაგველის 24;
გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; მცოცავი გრაფიკი.
ანაზღაურება: 1100 NET.
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორაციული ნომერი.

ძირითადი ფუნქციები:

** შემოსული ზარების მიღება და დამუშავება;
** შიდა სამუშაო პროგრამებში ინფორმაციის სწორი და დროული ასახვა;
** მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** ახალი პროდუქციისა და მიმდინარე აქციების შეთავაზება მომხმარებლებისთვის;
** ზარების გადამისამართება შესაბამისს პირებთან;
** კონფლიქტური ზარების მართვა;
** ინციდენტის არსებობის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სატელეფონო ოპერატორის (call center) ან დახმარების აგენტის (customer support) პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი
** MS OFFICE (Word; Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური B1/B2 დონეზე;

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ფიტპასით სარგებლობის საშუალებას.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge. და სათაურის ველში მიუთითოთ "ცხელი ხაზის ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
** შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე