Робота для біженців з України
საბაჟო საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაჟო საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: DHL
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 24 მაისი
"DHL"-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს"ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: 1400 ლარი
** სამუშაო ადგილი: აღმაშენებლის ხეივანი (კლინიკა ვივამედის გვერდით)

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული ტვირთის დახარისხება და დალაგება;
** განბაჟებული ტვირთების გაცემის დროს ტვირთისა და დოკუმენტაციის შემოწმება;
** დოკუმენტაციის და ნორმების დაცვით ტვირთის განაწილება საწყობში;
** საწყობის ინვენტარიზაცია;
** ტვირთების გაცემის პროცესში დოკუმენტაციის გადამოწმება;
** საწყობის მართვის სისტემაში მონაცემების ზუსტი და დროული აღრიცხვა;
** ტვირთის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება და დაზიანების შემთხვევაში ზომების მიღება;
** საწყობის შიდა წესების დაცვა;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა ტვირთის გადაადგილებაზე;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია საწყობის მართვის სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office, Windows, კარგი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებული;
** ფიზიკური დატვირთვის გაწევის უნარი და მზადყოფნა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 24 მაისის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე