Робота для біженців з України
მონაცემთა ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ინჟინერი
მომწოდებელი: ფინბიურო
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში ოპერირებს 2015 წლიდან.

ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.

"ფინბიურო" აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ინჟინრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაცემთა ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის შექმნა და განვითარება;
** მონაცემთა Pipeline-ბის მართვა და ETL პროცესების შექმნა (მეტი წილი ტრანსფორმაციაზე)
** მონაცემთა ანალიტიკოსთან და მეცნიერთან კოლაბორაციით მონაცემთა მოთხოვნების განსაზღვრა, მონაცემთა სიზუსტისა და ხარისხის უზრუნველყოფა;
** მონაცემთა დოკუმენტაციის და მეტამონაცემების მართვის სისტემების წარმოება;
** მონაცემთა ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
** მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის განვითარება/შენარჩუნება;
** მიმდინარე ტექნოლოგიური ტენდენციების კომპანიის მონაცემთა ინფრასტრუქტურაზე მორგება.

კომპეტენციები:

** SQL-ში მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება. Query ოპტიმიზაციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Phyton-ის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Git-ის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რელატიური მონაცემთა ბაზის პრინციპების ცოდნა;
** ETL პროცესების განვითარების გამოცდილება. Airflow-ში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** DBT-ით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge და სათაურის ველში, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მონაცემთა ინჟინერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე