Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Fit Meal
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
"Fit Meal" ეძებს გაყიდვების თანამშრომელს, რომელიც დაგვეხმარება ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და რაციონების გაყიდვაში.

თუ ხარ კომუნიკაბელური, გიყვარს გაყიდვები და გინდა შენი შემოსავალი პირდაპირ იყოს დამოკიდებული შენს შედეგებზე — ეს პოზიცია შენთვისაა.

მოვალეობები:

** ახალი მომხმარებლების მოძიება
** Fit Meal-ის რაციონების შეთავაზება და გაყიდვა
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია
** მომხმარებლის მიყვანა შეძენამდე

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ანაზღაურება: დაბალი სტაბილური ნაწილი
** ძირითადი შემოსავალი — ბონუსებიდან

ბონუს სისტემა:

** 1 თვიანი რაციონის გაყიდვა — 500 ლარი
** 2 კვირიანი რაციონის გაყიდვა — 225 ლარი

ანაზღაურებას არ აქვს ზედა ზღვარი — რაც უფრო მეტს გაყიდი, მით მეტს გამოიმუშავებ.

მოთხოვნები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი
** გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობა და დისციპლინა
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა

რას გთავაზობთ:

** სწრაფად მზარდ ბრენდში მუშაობას
** მაღალი შემოსავლის შესაძლებლობას
** თავისუფლებას და შედეგზე დაფუძნებულ სისტემას
** მეგობრულ და ენერგიულ გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ CV ან მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ: contact@fitmeal.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე