Робота для біженців з України
ალუმინის სექციის განშლის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ალუმინის სექციის განშლის ოპერატორი
მომწოდებელი: სონნივა ჯორჯია
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას ალუმინის სექციის განშლის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "სონნივა ჯორჯია" არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების პროფესიონალური კონსულტაცია ალუმინის პროფილებისა და მასალების შესახებ ადგილზე, WhatsApp-ის და Viber-ის საშუალებით.
** პროდუქციის შერჩევაში დახმარება მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით
** პროდუქციის მახასიათებლებისა და ფასების გაცნობა
** ალუმინის ჩარჩოს შეკვეთების მიღება და შესაბამის გუნდთან კოორდინაცია
** ჩარჩოს ზომებისა და შუშის კვადრატულობის გამოთვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების ან კონსულტაციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომუნიკაციისა და მომსახურების მაღალი უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სწრაფად სწავლის უნარი
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** მათემატიკური აზროვნება და გამოთვლებთან მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პუნქტუალურობა.

პირობები:

** მისამართი: თბილისი, ავჭალა, შუშია ქუჩა 38.
** ხელფასი: 1800 ლარი (ხელზე ასაღები)
** სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.
** დასვენების დღე: შაბათი და კვირა.
** ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, ტრანსპორტირება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@sonniva.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე