Робота для біженців з України
უძრავი ქონების ლიზინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების ლიზინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ტერა ლიზინგი
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
"ტერა ლიზინგში" ვეძებთ უძრავი ქონების ლიზინგის მენეჯერს

ჩვენ შესახებ:

"ტერა ლიზინგი" ბაზარზე გამოჩნდა 2023 წელს და ამ დროისათვის უკვე მე-2 ადგილს იკავებს სალიზინგო ბაზარზე და 50 მლნ. ლარზე მეტი ოდენობის პორტფელს ფლობს. კომპანიას უძღვებიან ლიზინგის სფეროში გამოცდილი ლიდერები, რომლებმაც "ტერაბანკთან" პარტნიორობით დააფუძნეს ბანკის შვილობილი კომპანია - სს "ტერა ლიზინგი". კომპანია ფინანსურ და საოპერაციო ლიზინგს სთავაზობს მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა მშენებლობა, მედიცინა, წარმოება, სოფლის მეურნეობა, პრინტინგი და ასევე აქვს ავტო ლიზინგის პროდუქტი ფიზიკური პირებისთვის. ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების დაფინანსების და მუდმივი მხარდაჭერის გზით ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენი მომხმარებლების მუდმივ განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. 42
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
** სამუშაო სტილი: ჰიბრიდული, კვირაში 1 დღე - დისტანციურად

პოზიციის მოვალეობა იქნება:

** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკება და უძრავი ქონების პროდუქტის გაყიდვა;
** გაყიდვების და მარკეტინგის განყოფილებებთან კოორდინირებული მუშაობა;
** კლიენტების უძრავი ქონების ლიზინგით დაკრედიტება (პროექტის გაცემის პროცესის ორგანიზება);
** კლიენტების პორტფელის მართვა (მათ შორის კლიენტების AfterSales პროცესის მართვა);
** უძრავი ქონების ლიზინგის პორტფელის ვადაგადაცილებების მართვა;
** მომწოდებლებთან გაყიდვების ქსელის განვითარება;
** პროდუქტების/ბიზნესის განვითარებაში ჩართულობა;
** კლიენტთან/პროექტთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

** უმაღლესი განათლება;
** MSME დაკრედიტებაში მუშაობის გამოცდილება; (გამოცდილება დეველოპერული სექტორის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად);
** გაყიდვების პოზიციაზე 1 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება; (უძრავი ქონების/დეველოპერული სექტორის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად);
** Microsoft Office კარგი ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად წერის და მეტყველების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
** Multitasking-ის და ამოცანების პრიორიტეტულობის განსაზღვრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე info@teraleasing.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება: "უძრავი ქონების ლიზინგის მენეჯერი"

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 31 მაისი

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერა ლიზინგი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერა ლიზინგში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"ტერა ლიზინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე