|
დასახელება:
ფინანსური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 18 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს კონკურსს ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება - ფინანსური მენეჯერი.
ანაზღაურება - 5600 ლარი.
სამუშაო ადგილი - თბილისი.
სამუშაოს აღწერა:
** სააგენტოს წლიური ბიუჯეტის შედგენა;
** პროექტების წინასწარი და საბოლოო ხარჯთაღრიცხვების მომზადება;
** პროექტების რეესტრის წარმოება და ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
** ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მომზადება;
** ორგანიზაციის სტანდარტული საბუღალტრო და საფინანსო ოპერაციების შესრულება;
** სააგენტოს პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა და შესაბამისი ფინანსური გეგმების მომზადება;
** ორგანიზაციის ზოგადი ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და კონტროლი;
** სხვადასხვა სახის ინფორმაციის მომზადება ორგანიზაციის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
** სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი დასკვნის შესაბამისად ფინანსური ანგარიშსწორების განხორციელება;
** ანგარიშების წარდგენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება: ბაკალავრი.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
** "საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
** "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონი;
** "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი;
** "სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანება;
** "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანება;
** "საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანება;
** "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება;
** "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონი;
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება "დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ";
** "პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება;
** საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება.
ენების ცოდნის დონე:
ენა / წერითი უნარები / მეტყველება:
** ინგლისური / B2 / B2
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
პროგრამის დასახელება / ცოდნის დონე:
** Microsoft Office Word / კარგი
** Microsoft Office Excel / კარგი
** Microsoft Office PowerPoint / კარგი
** Microsoft Office Outlook / კარგი
** ORIS / კარგი
დამატებითი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** დაგეგმვისა და მართვის უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე, იხილოთ დეტალური პირობები და გააკეთოთ განაცხადი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/99081?active=1
|
|
|
|