Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 23 მაისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს კონკურსს იურისტის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება - იურისტი.
ანაზღაურება - 3200 ლარი.
სამუშაო ადგილი - თბილისი.

სამუშაოს აღწერა:

** სააგენტოს საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობით წარმართვა;
** სააგენტოს უზრუნველყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეებით;
** სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების მომზადება ან/და სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული შესაბამისი პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
** სააგენტოს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის, შეთანხმებების, მემორანდუმების, სამოქმედო გეგმებისა და სხვა პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
** კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი უზრუნველყოფა; საკადრო ბრძანებებისა და შრომითი ხელშეკრულებების მომზადება;
** მოხსენებითი ბარათების საფუძველზე საერთო-საორგანიზაციო, მივლინებების, შვებულებების, დანიშვნა-გათავისუფლების საკადრო ბრძანებების მომზადება;
** შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
** საქმისწარმოების წესების შესაბამისად ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მინიმალური განათლება: ბაკალავრი.
სამუშაო გამოცდილება: იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
პროფესია: იურისტი.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
** ინოვაციების შესახებ საქართველოს კანონი;
** საინვესტიციო ფონდების შესახებ საქართველოს კანონი;
** ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონი;
** სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №1-1/73 ბრძანება;
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;
** საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება".

ენების ცოდნის დონე:

ენა / წერითი უნარები / მეტყველება:

** ინგლისური / B2 / B2

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:

პროგრამის დასახელება / ცოდნის დონე:

** Microsoft Office Word / კარგი
** Microsoft Office Excel / კარგი
** Microsoft Office PowerPoint / კარგი
** Microsoft Office Outlook / კარგი

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დაგეგმვისა და მართვის უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე, იხილოთ დეტალური პირობები და გააკეთოთ განაცხადი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/99085?active=1
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე