Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=722114&print=yes&view=jobs
 
ტექნოლოგიური ჰაბის მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნოლოგიური ჰაბის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 23 მაისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს კონკურსს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება - ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მენეჯერი.

ანაზღაურება - 8000 ლარი.
სამუშაო ადგილი - ქუთაისი.

სამუშაოს აღწერა:

** ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების სტრატეგიული მიზნებისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** ქვეყნის მასშტაბით ტექნოლოგიური ჰაბის ოპერაციული საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;
** ჰაბის საერთო სამუშაო სივრცეების, საკონფერენციო, სატრენინგო და საიჯარო სივრცეების მართვა;
** ჰაბის ინფრასტრუქტურის მართვა, შემდგომი განვითარების დაგეგმვა და განხორციელება;
** კონტრაქტორი კომპანიების მართვა და მონიტორინგი;
** ტექნოლოგიური ჰაბის ტექნიკის, ინვენტარისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კონტროლი და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, ტექნოლოგიური ჰაბის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებითა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფის პროცესის კოორდინაცია;
** ტექნოლოგიური ჰაბის სერვისების განვითარება, დანერგვა და ერთიანი ოპერაციული სტანდარტის ჩამოყალიბება;
** ტექნოლოგიური ჰაბის სერვისების ცნობადობის ამაღლების მიზნით შეხვედრებისა და პრეზენტაციების გამართვა, ასევე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** ტექნოლოგიური ჰაბის პოპულარიზაციის მიზნით, მედია სააგენტოებთან კომუნიკაციისა და მარკეტინგული აქტივობების კოორდინაცია;
** ტექნოლოგიური ჰაბის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, სახელმწიფო უწყებებთან, მუნიციპალიტეტებთან, კერძო და არასამთავრობო სექტორებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მუდმივი კომუნიკაცია და ერთობლივი პროექტების ინიცირება;
** შეთანხმებული ინდიკატორების მიხედვით ტექნოლოგიური ჰაბის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოება, პერიოდული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** თანამშრომლების მართვის პროცესში სტრატეგიის განსაზღვრა და გეგმების შემუშავება; მისთვის დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის მოვალეობების განაწილება, საქმიანობის დელეგირება, თანამშრომელთა განვითარებისა და მოტივირებაზე ზრუნვა; დაქვემდებარებული თანამშრომლების ზედამხედველობა და კოორდინაცია, მოვალეობების შესრულების მონიტორინგი, შეფასება და უკუკავშირის განხორციელება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მინიმალური განათლება: ბაკალავრი.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;
** საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება.

ენების ცოდნის დონე:

** ენა / წერითი უნარები / მეტყველება:

ინგლისური / C1 / C1

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:

პროგრამის დასახელება / ცოდნის დონე:

** Microsoft Office Word / კარგი
** Microsoft Office Excel / კარგი
** Microsoft Office PowerPoint / კარგი
** Microsoft Office Outlook / კარგი

დამატებითი მოთხოვნები

** სასურველია სამუშაო გამოცდილება ინოვაციური მეწარმეობის, ტექნოლოგიებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების სფეროში;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დაგეგმვისა და მართვის უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური, ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი;
** ლიდერული და მენეჯერული უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე, იხილოთ დეტალური პირობები და გააკეთოთ განაცხადი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/99075?active=1
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია