Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=722113&print=yes&view=jobs
 
სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 23 მაისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს კონკურსს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება - სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის მენეჯერი.
ანაზღაურება - 4960 ლარი.
სამუშაო ადგილი - ქუთაისი.

სამუშაოს აღწერა:

** ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის სტრატეგიული განვითარების მიმართულებების განსაზღვრა და სამოქმედო გეგმების შემუშავება;
** მუზეუმის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის მართვა და ზედამხედველობა;
** მუზეუმის კონცეფციისა და პროგრამული შინაარსის შემდგომი განვითარება, მათ შორის გამოფენების, ინტერაქციული ინსტალაციებისა და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** საგანმანათლებლო და ინტერაქტიური პროგრამების (ტურები, ვორქშოფები, დემონსტრაციები, ექსპერიმენტული აქტივობები) დაგეგმვა და განხორციელება;
** ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ხარისხის კონტროლი;
** მუზეუმის ექსპონატებისა, ტექნიკური ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა;
** მუზეუმის ოპერირებისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის, მათ შორის ბილეთებისა და დაშვების სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** მუზეუმის სერვისების ცნობადობის ამაღლების მიზნით მარკეტინგულ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა, შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;
** საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების ინიცირება;
** მუზეუმის პროგრამებისა და აქტივობების მონიტორინგი, ანალიტიკის წარმოება და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** მუზეუმის ბიუჯეტის დაგეგმვა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;
** სააგენტოს სხვა ერთეულებთან კოორდინაცია საერთო პროექტებისა და ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;
** თანამშრომლების მართვის პროცესში სტრატეგიის განსაზღვრა და გეგმების შემუშავება; მისთვის დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის მოვალეობების განაწილება, საქმიანობის დელეგირება, თანამშრომელთა განვითარებისა და მოტივირებაზე ზრუნვა; დაქვემდებარებული თანამშრომლების ზედამხედველობა და კოორდინაცია, მოვალეობების შესრულების მონიტორინგი, შეფასება და უკუკავშირის განხორციელება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მინიმალური განათლება: ბაკალავრი.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;
** საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება.

ენების ცოდნის დონე:

** ენა / წერითი უნარები / მეტყველება:

ინგლისური / C1 / C1

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:

პროგრამის დასახელება / ცოდნის დონე:

** Microsoft Office Word / კარგი
** Microsoft Office Excel / კარგი
** Microsoft Office PowerPoint / კარგი
** Microsoft Office Outlook / კარგი

დამატებითი მოთხოვნები

** ბაკალავრის ხარისხი სასურველია განათლების, ტექნოლოგიების, მეცნიერების, მენეჯმენტის ან დაკავშირებულ სფეროში;
** სასურველია გამოცდილება საგანმანათლებლო პროგრამების, მუზეუმის ან ინტერაქციული სივრცეების მართვაში;
** სასურველია STEM/ტექნოლოგიური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროექტების მართვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** სტრატეგიული და ოპერაციული მართვის უნარები;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ლიდერული და მენეჯერული უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე, იხილოთ დეტალური პირობები და გააკეთოთ განაცხადი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/99080?active=1
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია