Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 29 მაისი
რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია "HR4 Business" დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR აუთსოსრინგს, HR კონსალტინგს, HR პროექტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.

ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: https://hr4b.ge/

მოხარული ვართ, გამოვაცხადოთ ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ჩვენი პარტნიორი კომპანია "ბუბაბუსთვის" (პირველი ქართული AI სათამაშო).

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე https://www.facebook.com/www.bubabu.ge

რას გთავაზობთ?

** ვაკანტური პოზიციის რაოდენობა - 8
** ხელს შეგიწყობთ საცხოვრებელი ადგილთან ახლოს დასაქმებაში შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი მოლი, სითი მოლი, გალერია თბილისი, ისთ ფოინთი
** ანაზღაურება: 900 ლარი დარიცხული + ბონუსი
** იმუშავებთ შემდეგი სამუშაო გრაფიკით: 10:00-16:00 სთ, 16:00-22:00 სთ, ყოველ მესამე დღეს დაისვენებთ
** 3 დღიან ანაზღაურებად სტაჟირებას

რას ველით თქვენგან?

** სასურველია გქონდეთ მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია იცოდეთ საკომუნიკაციო დონეზე უცხო ენები (ინგლისური, რუსული)
** უნდა იყოთ კომუნიკაბელური

რა იქნება თქვენი მოვალეობები?

** სტენდზე არსებული სათამაშოების შეთავაზება მომხმარებლისთვის
** სტენდზე პროდუქციის განთავსება, მოწესრიგება
** გაყიდული პროდუქციის ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 29 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:

1. რეზიუმეების გადარჩევა
2. ონლაინ გასაუბრება
3. ანაზღაურებადი სტაჟირება

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 29 მაისის ჩათვლით შემდეგ მეილზე: info@hr4b.ge

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე