Робота для біженців з України
გენერალური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: ავეჯის სახლი
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
საერთაშორისო კომპანია "ავეჯის სახლი" ეძებს ძლიერ, თანამედროვე ხედვის მქონე გენერალურ მენეჯერს, რომელსაც აქვს პრემიუმ სეგმენტში მუშაობის გამოცდილება, გაყიდვების მართვის, გუნდის კოორდინაციისა და კლიენტებთან მაღალი სტანდარტის კომუნიკაციის უნარი.

თუ თქვენთვის ახლოს არის ინტერიერის, დიზაინისა და ავეჯის სფერო, შეგიძლიათ გაყიდვების გუნდის მართვა, პროცესების ორგანიზება და შედეგების ზრდა ეს პოზიცია თქვენთვისაა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო და გაყიდვების პროცესების ეფექტური მართვა;
** გაყიდვების გუნდის კოორდინაცია, მოტივაცია და შედეგებზე ორიენტირებული მართვა;
** VIP და პრემიუმ სეგმენტის კლიენტებთან ურთიერთობის სტანდარტის კონტროლი;
** შოურუმის მუშაობის, ვიზუალური სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** ინტერიერის დიზაინერებთან, არქიტექტორებთან და პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობების განვითარება;
** გაყიდვების ანალიზი, გეგმების შესრულების კონტროლი და სტრატეგიული განვითარება;
** კომპანიის ზრდაზე ორიენტირებული ახალი იდეებისა და პროცესების დანერგვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნარები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** პრემიუმ სერვისის კულტურის გააზრება;
** სასურველია ავეჯის, ინტერიერის დიზაინის ან დეველოპერულ სფეროში გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
** ანაზღაურება: 3000-დან 5000 ლარამდე (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად);
** დამატებითი ბონუსური სისტემა;
** კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა საერთაშორისო კომპანიაში;
** თანამედროვე და პროფესიული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: hrpartniors@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ: General Manager.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე