Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721945&print=yes&view=jobs
 
მედიკამენტების რეგისტრაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მედიკამენტების რეგისტრაციის მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-რაციონალი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
ფარმაცევტული საწარმო შპს "ავერსი-რაციონალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მედიკამენტების რეგისტრაციის მენეჯერი.

ძირითადი მოვალეობები:

** მედიკამენტების სარეგისტრაციო ფაილების მომზადება.
** სარეგისტრაციო დოსიეს და მედიკამენტების ინსტრუქციის შედგენა, ცვლილების განხორციელება არსებული საკანონმდებლო წესის შესაბამისად.
** მედიკამენტის რეგისტრაციისთვის საჭირო მეცნიერულ-ტექნიკური დოკუმენტაციის თარგმნა ინგლისურად, რუსულად ან/და ქართულად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (ექიმი, ფარმაცევტი);
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოვეთვიურ საბონუსე სისტემას;
** ტრანსპორტით მომსახურებას.

სამუშაო პირობები:

** ხუთ დღიანი სამუშაო კვირა: ორშაბათი-პარასკევი
** სრული სამუშაო განაკვეთი: 09:00 -18:00 სთ
** სახელფასო ბიუჯეტი განისაზღვრება კადრის კვალიფიცირების მიხედვით
** სამუშაო ადგილი - მის: ლილო, დ. კობახიძის 33ა, ყოფ. ჭირნახულის ქ. # 14

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV აღნიშნულ ბმულზე https://aversi.bo.ge/recruit/form/ca68cdf9ba8e1f23f2c5a12f7030e3e8

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: www.rational.ge

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია