Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: Rooms Studio
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
ინტერიერის და ავეჯის დიზაინის კომპანია "Rooms Studio" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუდიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და მართვა;
** შეხვედრების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** შემოსული ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მართვა;
** დოკუმენტაციის მომზადება, ორგანიზება და არქივირება;
** ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
** ყოველთვიური ანგარიშების მომზადება და დირექტორისთვის წარდგენა;
** შეხვედრებსა და სამუშაო პროცესებში მონაწილეობა;
** სტუდიის სტუმრების მიღება და კოორდინაცია;
** საოფისე და საორგანიზაციო საჭიროებების მართვა;
** პროექტებთან დაკავშირებული პროცესების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** ინფორმაციისა და ფაილების სისტემატიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წალიანი მუშაობის გამოცდილება ადმინისტრაციული მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე;
** Microsoft Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Pivot-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** გუნდში მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.

სამუშაო გრაფიკი: სრული: 11:00-19:00 (ოფისიდან)
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 2000 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: roomsstudiojobs@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ: "ადმინისტრაციული მენეჯერი".

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 2026 წლის 14 ივნისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე