Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი - თბილისი, ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ბი-ეს-ეი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
შპს "ბი-ეს-ეი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე). შესვენება 1 საათი.
სამუშაო ადგილი: ქ. ფოთი, დ. თავდადებულის # 6 (და/ან), ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის # 15
შრომის ანაზღაურება: 5000 NET (წარმოადგენს მოლაპარაკების საგანს). აღნიშნული თანხა გაიცემა ასევე გამოსაცდელი ვადით დასაქმების პერიოდზეც.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სრული საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი აღრიცხვის უზრუნველყოფა, მონიტორინგი და კონტროლი;
** შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალზე მუშაობის უზრუნველყოფა;
** საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** საბანკო ოპერაციების წარმოების კონტროლი;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** თანამშრომლობა აუდიტორულ და სახელმწიფო ორგანოებთან;
** დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;
** საბუღალტრო გუნდის კოორდინაცია (საჭიროების შემთხვევაში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო და საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამის (სასურველია "ინფო ბუღალტერიის") ცოდნა;
** ინგლისური ენის B1/B2 დონეზე ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@bsa-georgia.ge. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიის გაგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 7 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე