|
დასახელება:
დამხმარე ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ნერგები
|
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
შპს "საქართველოს ნერგები" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით);
** სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოლარეს/ოპერატორის/დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე/ბუღალტრის;
** საბუღალტრო პროგრამა balance-ის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროგრამაში (balance) რეალიზაციების/შესყიდვების/წარმოების გატარება;
** პროგრამაში (balance) რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებების გაწერა;
** სალაროს/ტერმინალის შემოსავლების ყოველდღიურად გავლა, შედარება და შესაბამისი რეპორტის მომზადება;
** ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტების, შაბლონური ბუღალტრული ხელშეკრულებების (შეძენა/მომსახურება) და შესყიდვის ორდერების მომზადება, წარმოება და დაარქივება;
** პერიოდულ აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-18:00, კვირაში 6 სამუშაო დღე,
** ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #139
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: snergebifinance@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება "დამხმარე ბუღალტერი".
|
|
|
|