Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721878&print=yes&view=jobs
 
ღამის ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Hotel Indigo Batumi Old Town
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული "Hotel Indigo Batumi Old Town" (57 ნომრიანი ბუტიკ სასტუმრო) უნიკალურად აერთიანებს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვე დიზაინსა და სტილს.

თუ გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო, გსურთ ყოველდღიური გამოწვევებით სავსე დინამიკურ გარემოში მუშაობა და მზად ხართ განივითაროთ თქვენი კარიერა საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში - ეს პოზიცია თქვენთვისაა.

ამჟამად ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს ღამის ადმინისტრატორის (Night Receptionist) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და რეგისტრაცია (Check-in / Check-out) ღამის საათებში
** სტუმრების მოთხოვნების და საჭიროებების სწრაფი და ეფექტური დაკმაყოფილება
** სატელეფონო ზარებზე და ელექტრონულ შეტყობინებებზე პასუხი
** ღამის განმავლობაში სასტუმროს უსაფრთხოების და წესრიგის კონტროლი
** ყოველდღიური ღამის ანგარიშების (Night Audit) მომზადება
** სისტემაში მონაცემების სწორად და დროულად ასახვა
** სხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში
** ნებისმიერი ინციდენტის დაფიქსირება და შესაბამისი რეაგირება
** სტუმრების მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (პრიორიტეტი მიენიჭება ტურიზმის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომსახურების სფეროს);
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ფლობა. დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** საერთაშორისო ბრენდის (IHG) სტანდარტებით მუშაობისა და განვითარების გამოცდილებას;
** პროფესიონალურ, მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@indigobatumi.com. წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ან მოგვწერეთ პირდაპირ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია