Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721817&print=yes&view=jobs
 
საუნივერსიტეტო მრჩეველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საუნივერსიტეტო მრჩეველი
მომწოდებელი: UG სკოლა
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"იუჯი სკოლა" აცხადებს ვაკანსიას საუნივერსიტეტო მრჩეველის პოზიციაზე. იუჯი სკოლა არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ (Cambridge Pathway) პროგრამაზე. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.

სამუშაო აღწერა:

** სამუშაო განაკვეთი - კვირაში 3 დღე;
** მუშაობის დაწყების თარიღი - 2026 წლის 1 სექტემბერი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული, სოციალური ან განათლების მეცნიერებების მიმართულებით.
** მინიმუმ 1-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო კონსულტაციის, სწავლების, ან სტუდენტთა/მოსწავლეთა მენტორობის კუთხით;
** ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ფლობა;
** გამორჩეული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი (როგორც მოსწავლეებთან, ისე უცხოეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან სასაუბროდ);

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოიძიოს უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია, მათი გრანტების, პროგრამების შესახებ;
** მიაწოდოს ინფორმაცია სკოლის მოსწავლეებს/მშობლებს საერთაშორისო უნივერსიტეტების შესახებ;
** დაეხმაროს მოსწავლეებს უნივერსიტეტების მიერ მოთხოვნილი აპლიკაციის ფორმების შევსებაში;
** უნივერსიტეტის პლატფორმებზე მოსწავლეების დარეგისტრირება;
** ვადების, დოკუმენტების, გამოცდების შესახებ მოსწავლეების/მშობლების ინფორმირება;

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეთიკის ნორმების და კონფიდენციალურობის დაცვა;
** ეფექტური კომუნიკაციის (ვერბალური, წერილობითი) უნარი;

სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** პირადობის მოწმობის ასლი;
** ავტობიოგრაფია/CV;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
** ფოტოსურათი ¾-ზე;
** კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
** ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
** ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ;
** უფლების ჩამორთმევის შესახებ;
** ჯანმრთელობის ცნობა;
** 2 სარეკომენდაციო წერილი - რეკომენდატოტრი პირების მითითებით.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე ugschoolvacancies@ug.edu.ge. (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

და შეავსეთ აპლიკაციის ფორმა https://ugschool.edu.ge/public/ge/vacanciesnfull/1

მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N 77ა.

იუჯი სკოლაში თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები იუჯი სკოლის მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) სკოლისთვის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშავოს წარდგენილი ინფორმაცია.

იუჯი სკოლაში შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი)კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია