|
დასახელება:
დეველოპერული პროექტის გაყიდვების ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "არსენალი რეზიდენსი", "რუმიქს დეველოპმენტი" და სხვა) გუნდში ეძებს დეველოპერული პროექტის გაყიდვების ასისტენტს რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:
** ქოლცენტრში შემოსული ზარების პასუხი და გადამისამართება გაყიდვების მენეჯერებთან.
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში პროექტების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის.
** კლიენტების რეგისტრაცია CRM პროგრამაში
** სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა
** შემოსული მეილების მონიტორინგი / გადამისამართება შინაარსის მიხედვით
** გაყიდვების ოფისის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი/უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: ბაკალავრი
** გამართული მეტყველების უნარი;
** ენები: ინგლისური, რუსული;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
** მოტივირებული;
** პოზიტიური;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დარწმუნებულის უნარი;
** დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.
სამუშაო კვირის განრიგი: 5 სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 10:00 - 18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@grea.ge
გისურვებთ წარმატებას!
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე https://www.grea.ge/
|
|
|
|