Робота для біженців з України
სტომატოლოგის ასისტენტი/სტერილიზაციის მედდა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტომატოლოგის ასისტენტი/სტერილიზაციის მედდა
მომწოდებელი: სტომატოლოგიური კლინიკა დავინჩი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
გახდი "DaVinci Dental Clinic"-ის გუნდის წევრი!

"სტომატოლოგიური კლინიკა დავინჩი" ეძებს პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ თანამშრომელს სტომატოლოგის ასისტენტის/სტერილიზაციის მედდის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტომატოლოგიური ინსტრუმენტების სტერილიზაცია და კონტროლი;
** კაბინეტების და სამუშაო სივრცის მომზადება/დეზინფექცია;
** ექიმის ასისტირება პროცედურების დროს;
** დენტალური რენტგენის/ვიზიოს გადაღება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის და სტერილიზაციის ჟურნალების წარმოება;
** სამედიცინო ნარჩენების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება (პროფესიული ან უმაღლესი);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
** სრულ განაკვეთზე სამუშაოს.

ლოკაცია: თბილისი, საბურთალო — მეტრო "სამედიცინო"-ს მიმდებარედ.
ანაზღაურება: 1200 ლარი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
დასვენების დღე: კვირა და ორშაბათი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV: davincidentalinfo@gmail.com. subject - ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გელოდებით DaVinci Dental Clinic-ის გუნდში!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე