Робота для біженців з України
საბაჟო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაჟო წარმომადგენელი
მომწოდებელი: Georgian Cargo
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"Georgian Cargo" 2009 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებს. ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე, სიზუსტესა და ხარისხზე. ჩვენ ვეძებთ გამოცდილი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საბაჟო სპეციალისტს, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს ტვირთის განბაჟების სრული პროცესის მართვას და დოკუმენტაციის წარმოებას.

ვაკანსია: საბაჟო წარმომადგენელი
ლოკაცია: თბილისი, ნადირა ხოშარაულის #3
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1600 + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ტვირთების მიღება და მათი კონტროლი
** დაგეგმილი რეისების მონიტორინგი და კოორდინაცია
** საბაჟო პროცედურების ზედამხედველობა და ტვირთის გაფორმების პროცესში მონაწილეობა
** ტვირთის საბაჟოდან გამოტანა და ოფისში/საწყობში ტრანსპორტირება
** ტვირთის მიღება-ჩაბარება და საწყობში მოწესრიგებულად განთავსება დასაწყობება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბაჟო პროცედურების ცოდნა (სასურველია)
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** გუნდში მუშაობის უნარი
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია მექანიკურ გადაცემათა კოლოფიან ავტომობილზე მუშაობის გამოცდილება.
** სატვირთო ავტომობილს (მცირე ზომის სატვირთო/ფურგონი) მართვის პრაქტიკული გამოცდილება
** პუნქტუალურობა და ფიზიკური დატვირთვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ კომპანიაში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების შესაბამისად)

კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: beqageorgiancargo2024@gmail.com CV-ის გამოგზავნისას მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება object ველში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე