Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=721764&print=yes&view=jobs
 
კონკურსი მხარდამჭერი კამპანიის მომზადებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი მხარდამჭერი კამპანიის მომზადებისთვის
მომწოდებელი: ციცინათელების ქვეყანა
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
კონკურსი ბავშვთა ჰოსპისი "ციცინათელების ქვეყანას" მხარდამჭერი კამპანიის მომზადებისთვის.

ციცინათელების ქვეყანა - ბრენდის რედიზაინი და კომუნიკაციის კამპანია.

ბავშვთა ჰოსპისი "ციცინათელების ქვეყანა" წარმოადგენს საქართველოში ერთადერთ სივრცეს, რომელიც უზრუნველყოფს პალიატიურ მზრუნველობას 0-18 წლამდე მძიმე, ქრონიკული სენით დაავადებული ბავშვებისთვის.

"ციცინათელების ქვეყანას" აქვს 3 მიმართულება:

** სტაციონარული მოვლა;
** შინ ზრუნვა
** დღის ცენტრით მომსახურება
** ჰოსპისის ყველა სერვის არის სრულიად უფასო.

ჰოსპისი ფუნქციონირებს დონორების და საზოგადოების მხარდაჭერით და ყოველდღიურად ქმნის ღირსეულ, სითბოთი სავსე გარემოს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის.

FB/Instagram - ციცინათელების ქვეყანა:

ბავშვთა ჰოსპისის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და შემოწირულებების ზრდის მიზნით, ვაცხადებთ კონკურსს კრეატიული სააგენტოებისთვის, მარკეტინგულ, PR, მედია და სხვა კომუნიკაციის სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის.

კონკურსის მიზანია შეიქმნას ძლიერი, ემოციური და მასშტაბური კამპანია, რომელიც:

** გაზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას ბავშვთა ჰოსპისის მნიშვნელობის შესახებ;
** გააძლიერებს თანადგომისა და მხარდაჭერის კულტურას;
** ხელს შეუწყობს შემოწირულებებისა და პარტნიორობების ზრდას;
** სწორად და ღირსეულად წარმოაჩენს ჰოსპისის, ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებებს.

კამპანიის მიზანი:

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა მეტმა ბავშვმა ისარგებლოს ამ სერვისით; ასევე, მხარდაჭერის გაფართოება, მუდმივი დონაციების (ყოველ თვე გადამრიცხავი ადამიანების) მომატება და ბრენდის გაძლიერება, რაც მოითხოვს თანამედროვე, ემოციურ და პროფესიონალურ კომუნიკაციას.

ეს კამპანია უნდა იყოს ხმა იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

შემადგენელი ელემენტები:

** ბრენდის სრული რედიზაინი (Brand Identity);
** საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება;
** ცნობადობის კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
** დონორებისა და საზოგადოების ჩართულობის გაზრდა
** სამუშაოს მოცულობა

1. რედიზაინი:

** ლოგოს განახლება/რედიზაინი;
** ფერთა პალიტრა, ფონტები;
** ბრენდის გზამკვლევი (Brand Book);
** ვიზუალური იდენტობის ადაპტაცია სხვადასხვა პლატფორმისთვის

2. კომუნიკაციის სტრატეგია:

** მიზნობრივი აუდიტორიების განსაზღვრა
** ძირითადი მესიჯების ფორმირება
** დაცული იყოს ამბის თხრობის (storytelling) მიდგომა

3. კამპანია:

** სოც.მედიის შინაარსობრივი გეგმა;
** ფოტო/ვიდეო კონცეფცია;
** დასამახსოვრებელი მესიჯი/სლოგანი;
** პრ აქტივობები;
** დონორების მოზიდვის კამპანია და შემოქმედებითი მექანიზმები

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კომპანიებს და საინიციატივო ჯგუფებს, რისთვისაც უნდა წარმოადგინონ:

** გუნდის წევრების სახელები, გვარები და სამუშაო გამოცდილება;
** პორტფოლიო შესრულებულ სამუშაოზე;
** კამპანიის კრეატიული კონცეფცია/სტრატეგია, რომელიც მოიცავს: (საკომუნიკაციო სტრატეგია; სოციალური მედიისა და მედია აქტივობების იდეებს; შესაძლო პარტნიორობებისა და ჩართულობის მექანიზმებს; რედიზაინის ხედვას; კამპანიის განხორციელების სავარაუდო გეგმას და ვადებს)

განსაკუთრებით მივესალმებით იდეებს, რომლებიც დაეფუძნება:

** ემპათიასა და ადამიანურ ისტორიებს;
** ეთიკურ და ღირსებაზე დაფუძნებულ კომუნიკაციას;
** საზოგადოების აქტიურ ჩართულობას;
** გრძელვადიან სოციალურ გავლენას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10 ივნისი 17:00 საათი.

მაქსიმალური ბიუჯეტი - 30 000 ლარი
საკონტაქტო - ირაკლი ვეცკო - i.vetsko@childrenshospice.org.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია