|
დასახელება:
სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2017 წლიდან.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტზე: https://igg.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** უფლებამოსილების ფარგლებში სადაზღვევო ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ასანაზღაურებელი თანხის გაცემა;
** მიმართვების გამოწერა პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებებისათვის;
** დაზღვეულთა დეტალური კონსულტირება;
** კლიენტების არსებული მოთხოვნებისა და პასუხების რეგისტრაცია და პროგრამული ასახვა;
** დაზღვეულთა საბუთების მიღება, რეგისტრაცია და დაზღვეულთათვის გადაწყვეტილებების გაცნობა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** MS Office პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი.
გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1400 ლარი + ბონუსი (შესრულების ინდიკატორების მიხედვით)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: vacancy@myigg.ge
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი "), სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
|
|
|
|